ფეხბურთი

1:58 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "კაბალიეროს დონეზე მეკარეობა მეც შემიძლია"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არგენტინის ნაკრების მეკარე, ვილი კაბალიერო გააკრიტიკა. “განსაკუთრებულის” განცხადებით, კაბალიეროს დონეზე თამაში მასაც შეუძლია.

“კაბალიერო იქნება კარში თუ მე, ერთი და იგივეა, რადგან როგორც მას შეუძლია თამაში, იმ დონეზე მეც შემიძლია დავიცვა კარი”, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად ჩაერთო და ისლანდიას ვერ მოუგო (1:1). გაშვებული გოლის ეპიზოდში კი “ალბისელესტეს” კიპერმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120138