რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრა საფრანგეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მიმდინარეობს და პირველი ტაიმის შემდგომ გუნდები ნულოვან ფრეს ჯერდებიან.
“ყაზან არენაზე” გუნდებმა რამდენიმე მწვავე მომენტისს შექმნა მოახერხეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი მატჩი მიმდინარეობს, რაზეც ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც მეტყველებს – 52%-48%.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამლებმა მთელი ტაიმის განმავლობაში კარში მხოლოდ პირველი 10 წუთის განმავლობაში დაარტყეს 4-ჯერ, თუმცა შემდეგ ამის მცდელობა არ ჰქონიათ. რაც შეეხება ავსტრალიელებს, მათ კარის მიმართულებით 2-ჯერ დაარტყეს.