ფეხბურთი

15:27 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს თავის მართლება დასჭირდა

კატალონიის ბარსელონას მცველ ჟერარდ პიკეს კლუბის წინაშე თავის მართლება დასჭირდა. საქმე ის გახლავთ, რომ ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოში" დარჩენის გადაწყვეტილების შესახებ ვიდეო განათავსა, რომელიც პიკეს სტუდიაში ჩაიწერა, შესაბამისად "ბლაუგრანას" მესვეურებმა პიკე იმაში დაადანაშაულეს, რომ აღნიშნული ფაქტი მან ბევრად ადრე იცოდა და კლუბს ამის შესახებ არაფერი გაანდო.

“დიახ ანტუანმა ჩემს კომპანიაში ჩაწერა ვიდეო, თუმცა მისი გადაწყვეტილების შესახებ მეც თქვენთან ერთად გავიგე. მან მითხრა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შანსი დიდი იყო და ამ ყველაფერის მერე მომივიდა იდეა, რომ ჩემს სტუდიაში ჩამეწერა ეს სასიამოვნო ინფორმაცია, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და ამაში მონაწილეობა არ მიმიღია.

გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიდეო ღამით განთავსდება და გრიზმანმა “ატლეტიკოში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

მე არ მიღალატია “ბარსასთვის” და გაოცებული ვარ იმით, რომ ხალხმა ეს ფაქტი დაუშვა. დაბადებიდან ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ”, - განაცხადა პიკემ.

აქვე გეტყვით, რომ როდესაც ანტუან გრიზმანის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა პიკემ ის შემდეგნაირად დაასათაურა:

"ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია. ყოველთვის ნერვიულობს ის კარიერაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების წინ. მადლობა "კოსმოს სტუდიოსა" და ანტუან გრიზმანს ბოლო რამდენიმე კვირისთვის. შენ ატლეტიკოში დარჩენა გადაწყვიტე და ვიმედოვნებ, ფანტასტიური სეზონი გექნება".

0.115305