ფეხბურთი

23:59 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ შეუჩერებელია, ესპანეთმა პორტუგალიის დამარცხება ვერ მოახერხა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ლამაზი შეხვედრით დასრულდა. ესპანეთსა და პორტუგალიას შორის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრის განმავლობაში ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა, მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა შეხვედრა ვერ მოიგო. თავის მხრივ, კრიშტიანუ რონალდუმ მაყურებლებს დაუვიწყარი თამაში შესთავაზა და საკუთარი გუნდი ჰეთთრიკით წაგებას გადაარჩინა.

მეოთხე წუთზე ნაჩომ რონალდუ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პორტუგალიის კაპიტანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.

24-ე წუთზე დიეგო კოშტამ ჩინებულად ითამაშა, საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, კარგად დაამუშავა, ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

პირველი ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. საჯარიმოს მისადგომებიდან "რეალის" თავდამსხმელმა ძლიერი დარტყმით ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაუშვა, დავიდ დე ხეამ კი ბურთი ვერ შეიმაგრა - 2:1.

მეორე ტაიმში ესპანეთი აშკარა უპირატესობას ფლობდა. სამწუთიან მონაკვეთში 55-ე და 58-ე წუთებზე ჯერ დიეგო კოშტამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ნაჩომ შორეული დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ იუხეშეს, ხოლო პორტუგალიის კაპიტანმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ასევე, კრიშტიანუ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა.

0.125146