ფეხბურთი

17:00 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი "ბაიერნიდან" მიდის

გერმანიის ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი მიუნხენის “ბაიერნს” ტოვებს. Bild-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს “ალიანც არენაზე” დარჩენა არ სურს და კლუბიც არ აპირებს მისი სურვილის წინააღმდეგ წასვლას.

თუ “ბაიერნი” სასურველ წინადადებას მიიღებს (30 მილიონი ევროს ფარგლებში) ტრანსფერს დასთანხმდება.

როგორც გერმანული მედია წერს, ბოატენგის საკუთარ რიგებში ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსს” სურთ.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგი 2011 წლიდან თამაშოსბ “ბაიერნში”, ხოლო იქამდე “სიტის”, “ჰამბურგისა” და “ჰერტას” ღირსებას იცავდა.

0.130809