“რეალი” “რომას” 25 წლის ბრაზილიელ მეკარეში, ალისონში 50 მილიონ ევროს შესთავაზებს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” მაქსიმუმ 60 მილიონი ევროს გადამხდელია. გავრცელებული ინფორმაციით იტალიელები ალისონის გაშვებას მხოლოდ 100 მილიონ ევროდ აპირებენ.
ალისონი “რომაში” 2016 წლიდან ირიცხება. მეკარე ასევე 2015 წლიდან ბრაზილიის ნაკრების წევრია.