1986 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრების კარში დიეგო მარადონას მეორე გოლი, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში დღემდე მიიჩნევა საუკეთესო გოლად. თუმცა, რვა წლის შემდეგ, 1994 წელს, აშშ-ში მსგავსი შედევრი საუდის არაბეთის ნაკრების “ფანტაზისტამ” საედ ალ-ოვაირანმა შექმნა.
საუდის არაბეთი მაშინ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობდა. იქამდე, ქუვეითმა, ერაყმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიეროებმა არაბეთის ნახევარკუნძულის წარმომადგენლებმა, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. საუდის არაბეთს კი არგენტინელი ხორხე სოლარი თავკაცობდა, მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის ბიძა.
საკვალიფიკაციო ეტაპის დროს მწვრნთელი ბრაზილიელი კანდინიო გახლდათ, რომელიც ბოლო, გადამწყვეტი მატჩის წინ გაათავისფულეს. მიზეზი? – ერაყთან მატჩამდე მას შეიხმა დაურეკა და ძირითადის მეკარე ალ-დეაიას ნაცვლად ჰუსეინ ალ-სადიქის თამაში ურჩია (უბრძანა). კანდინიო მას თანხმდება, რასაც ფედერაციის პრეზიდენტ პრინცი ჰაისალის განრისხება მოჰყვა. ბრაზილიელი ჰოლანდიელმა ლეო ბეენჰაკერმა შეცვალა, მაგრამ რამდენიმე კვირაში მისი ადგილი სოლარიმ დაიკავა და სწორედ მან გაიყვანა საუდის არაბეთის სადებიუტო მუნდიალზე.
მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი კი ვაშინგტონში, ჰოლანდიის ნაკრებთან შედგა. აზიელები ფუად ანვარის გოლით მალევე დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს კიდეც. მეორე ნახევარში ვიმ იონკმა გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ალ-დეაიას შეცდომით გასტონ ტაუმენტმა ჰოლანდიას მოგებინა (2:1). ეს იყო დაუმსახურებელი მარცხი, ხოლო მეორე ტურში მაროკოს ნაკრები ელოდა.
ისტორიული თამაში გამოდგა, რადგან მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხდა, რომ არაბული სამყაროს ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ნიუ-იორკში, სოლარის გუნდმა ალ-ჯაბერისა და ისევ ანვარის გოლებით მოიგო (2:1).
კვალიფიკაცია ერთ ნაბიჯში იყო. საუდის არაბეთი ბოლო ტურში ლიდერ ბელგიას ხვდებოდა და პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. ვაშინგტონში თამაში ადგილობრივი დროით შუადღისას დაიწყო, ჰაერის ტემპერატურა თამაშისთვის შეუსაბამოც იყო (43 გრადუსი). მატჩის დაწყებიდან 5 წუთის მერე კი, საედ ალ-ოვაირანმა ისტორიული სილამაზის გოლი გაიტანა. ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე მოიხელთა და დრიბლინგი მანამდე გააგრძელა, სანამ, მიშელ პრიუდომის კარის ბადე არ შეარხია – 10 წამი, 60 მეტრი, 8 შეხება ბურთთან, 6 მოტყუებული მეტოქე – ასე გახდა საედ ალ-ოვაირანი “უდაბნოს მარადონა”...
საუდის არაბეთმა ბელგია ამ გოლით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც შვედეთთან ვერაფერს გახდა – 1:3. სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს ისე შეხვდნენ, როგორც გმირებს. შეიხებისგან საჩუქრები არ მოჰკლებიათ, განსაკუთრებით კი, “უდაბნოს მარადონას”.
1994 წელს, ალ-ოვაირანმა აზიის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა და ევროპული კლუბებისგან წინადადებებიც არ აკლდა. თუმცა, პრინცმა ფაისალმა ტრანსფერს ვეტო დაადო: “ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დარჩეს და ითამაშოს ადგილობრივ ჩემპიონატში”.
მისი ცხოვრება 1996 წლის თებერვალში, რამადანის დროს შეიცვალა. საედი ისლამურმა პოლიციამ დააპატიმრა, რადგან მეგობრებთან ერთად ლუდს შეექცეოდა. ეს კი, მეტწილად რამადანის დროს, მკაცრად აკრძალულია.
საუდის არაბეთში რელიგიასა და ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემენს. ეს განსაკუთრებით ეხება ცნობად სახეებს, როგორც სამაგალითო ადამიანებს. ალ-ოვაირანს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 1997 წელს, როდესაც საუდის არაბეთმა 1998 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოახერხა გასვლა, საედი გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, პრინც ფაისალის ზეწოლის შედეგად, მეფე ფაჰდმა შეიწყალა.
თუმც,ა საფრანგეთში ჩვენ ვხედავდით განსახვევბულ ალ-ოვაირანს, სრულიად შენელებულსა და სხვა ვარიანტს. სანაკრებო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა, ყოველგვარი გამოსამშვიდობებელი მატჩის გარეშე...