ძნელია ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ნახო და ედენ აზარის შესახებ არ იცოდეს. კოსტა რიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოსკარ რამირესის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა რთულია, მაგრამ ფაქტია, ის ერთ-ერთი მათგანია.
საქმე ისაა, რომ რამისერსმა ბელგიასთან (1:4) ამხანაგური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ბელგიელთა 10 ნომერი არ იცოდა ვინ იყო.
“ათმა ნომერმა ბევრი საფრთხე შეგვიქმნა, მისი სახელი არ ვიცი”, - თქვა ნამატჩევს ოსკარმა.
კოსტა რიკელთა თავკაცის საბედნიეროდ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, ამიერიდან კი, მეტოქეთა შესწავლა უფრო მეტად მოუწევს...