საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ამერიკულ MLS-თან და კერძოდ, “სან ხოსესთან” ძალიან ახლოსაა. როგორც Quakes Epicenter-ის რედაქტორი ჟოელ სორია ტვიტერში წერს, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
წყაროს ცნობით, 30 წლის ქართველი “სან ხოსესთან” კონტრაქტს მიმდინარე კვირის ბოლომდე გააფორმებს. აქვე გეტყვით, რომ “მიწიძვრების” ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი იცავს, რომელიც კაშიასთან ერთად “ვიტესშიც” ირჯებოდა.
შეგახსენებთ, გურამ კაშია არნემის “ვიტესში” 2010 წლიდან თამაშობს და ერედივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენიცაა – 258 თამაში.