ჩოგბურთი

22:35 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმონას მესამე მცდელობა - ჰალეპი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ნომერი სიმონა ჰალეპი გახდა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკის ღია ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი სლოან სტივენსი 3:6, 6:4, 6:1 დაამარცხა.

ჰალეპი როლან გაროსის ფინალში 2014 და 2017 წლებში იყო, თუმცა მაშინ ჯერ მარია შარაპოვასთან და შემდეგ მოულოდნელად ელენა ოსტაპენკოსთან დამარცხდა. ამჯერად კი რუმინელმა სანუკვარ მიზანს მიაღწია და დიდებშიც გახდა ტურნირის ტრიუმფატორი (2008 წელს ჰალეპმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ახალგაზრდებშიც მოიგო). სიმონა 1978 წლის შემდეგ გახდა პირველი რუმინელი ვირჯინია რუზიჩის შემდეგ, რომელმაც გრუნტის ყველაზე პოპულარული ტურნირი მოიგო.

ჰალეპმა მსოფლიოს რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა, სლოან სტივენსმა კი ფინალში გასვლით 1300-მდე ქულა მოიპოვა, ექვსი ადგილით დაწინაურდა და ორშაბათს განახლებულ რეიტინგში 5463 ქულით საუკეთესო შედეგს მეოთხე ადგილს დააფიქსირებს.

0.169859