კალათბურთი

1:14 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია და "ბასკონია": ფინალი არ გაფორმდა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალში გასვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხა “სასკი ბასკონიამ”, რომელიც ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში დამარცხდა. ბარსელონაში გამართული შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე, როდრიგო ბობუას შედეგიანი სტყორცნის შემდეგად, “ბასკონია” 65:64 დაწინაურდა და დარჩენილ არასრულ წუთში ანგარიში რომ შეენარჩუნებინა ფინალის საგზურს გაიფორმებდა. თუმცა, ვერ მოახერხა, ვინაიდან “ბარსელონამ” ჯერ ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მერე საჯარიმოც დაამატა და გაიმარჯვა – 67:65.

“ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში ისევ არ იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 23:07 წუთი ითამაშა და თანაგუნდელებს შორის გამორჩეული გახლდათ. ქართველმა მოთამაშემ 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა და ეს “ბასკონიაში” საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა (უერტასთან ერთად). “ბარსელონას” კი ანტე ტომიჩმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა გაახერხა და მათ შორის, გადამწყვეტი ორქულია თამაშის დასრულებამდე 34 წამით ადრე ჩააგდო (66:65).

ამრიგად, სერიაში ინტრიგა შენარჩუნდა, თუმცა “ბასკონია” ისევ იგებს – 2:1. სერიის რიგით მეოთხე მატჩი 10 ივნისს, კვლავ ბარსელონაში გაიმართება.

0.108097