საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსში დაბრუნდა და ამიერიდან "ანორთოსისის" ღირსებას დაიცავს. როგორც ფამაგუსტელთა ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2 ივლისიდან შევა.
კაჭარავასთვის კვიპროსი უცხო ქვეყანა არაა. ნიკა 2016-2017 წლების სეზონში ეთნიკისოს "ახნასში" გამოდიოდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა - 27 თამაში, 16 გოლი.
24 წლის ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასაში, კერძოდ, "კორონას" რიგებში გაატარა, რომელსაც ყველა ტურნირის ჩათვლით 29 შეხვერით, 9 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია.
რაც შეეხება "ანორთოსისს", გასული სეზონი 69 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.