სხვა

10:53 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პრემიერმინისტრი ტოჩინოშინს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს უმასპინძლა. კვირიკაშვილის განცხადებით, ლევანი დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში და დასძინა, რომ წინ უფრო დიდი გამარჯვებები ელოდება.

"პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია. ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. „გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“ - მითხრა დამშვიდობებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია", - ეს წერილი სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც მაისის ბაშოზე მხოლოდ ორი შეხვედრა წააგო, ოძეკის წოდება მოიპოვ. ეს კი სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა.

ლევან გორგაძე საქართველოში სამი დღის წინ ჩამოვიდა. მომდევნო ტურნირი კი, ივლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129078