ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი შესაძლოა ჰარი კეინის გარეშე ჩაატაროს. Mirror-ის ინფორმაციით, ალბიონელთა კაპიტანს ტერფის დაზიანება აღენიშნება.
ტრავმის ხარისხი მძიმე არაა, მაგრამ ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს რისკზე წასვლა არ სურს.
ინგლისის ნაკრები მუნდიალზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, ტუნისის წინააღმდეგ ჩაატარებს.