პაოლო გერერო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ვეტერანი ფორვარდი პერუს ნაკრების საბოლოო, 23-კაციან ნუსხაში მოხვდა. მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო გარეკამ გაფართოებული შემადგენლობიდან 2 მოთამაშე სახლში დატოვა, ხოლო დანარჩენები რუსეთში მიემგზავრებიან.
პერუს ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარეები: პედრო გალიესე (ვერაკრუზი, მექსიკა), ხოსე კარვალიო (უნივერსიტარიო), კარლოს კასედა (უნივესრიტარიო)
მცველები: ალბერტო როდრიგესი (ატლეტიკო ჟუნიორი, კოლუმბია), ანდერსონ სანტამრია (პუებლა, მექსიკა), მიგელ ტრაუკო (ფლამენგო, ბრაზილია), ლუის ადვინკულა (ლობოსი, მექსიკა), მიგელ არაუხო (ალიანსა ლიმა), ალდო კორსო (უნივესრიტარიო), ნილსონ ლოიოლა (მელგარი), კრისტიან რამოსი (ვერაკრუზი, მექსიკა)
ნახევარმცველები: პედრო აკინო (ლობოსი, მექსიკა), ვილდერ კარტახენა (ვერაკრუზი, მექსიკა), კრისტიან კუევა (სან პაულუ, ბრაზილია), ედისონ ფლორესი (ოლბორგი, დანია), პაოლო ურტადო (ვიტორია, ბრაზილია), აიდი პოლო (პორტლენდი, აშშ), რენატო ტაპია (ფეიენოორდი, ჰოლანდია), იოსიმარ იოტუნი (ორლანდო, აშშ)
თავდამსხმელები: პაოლო გერერო (ფლამენგო, ბრაზილია), ანდრე კარილო (ბენფიკა, პორტუგალია), რაულ რუიდასი (მორელია, მექსიკა), ჯეფერსონ ფარფანი (ლოკომოტივი, რუსეთი)
გაფართოებული შემადგენლობიდან განაცხადში ვერ მოხვდნენ: მცველი - ლუის აბრამი და ნახევარმცველი - სერხიო პენია.
პერუს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან.