კალათბურთი

11:46 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” მეორე შეხვედრაც მოიგო, ზაზამ 6 ქულა ჩააგდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდი” 122:103 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. “მეომრები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განამავლობაში “კლივლენდმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა.

ლებრონ ჯეიმსმა წინა შეხვედრის მსგავსად 51 ქულა ვერ ჩააგდო, მაგრამ მაინც სოლიდური შედეგი აჩვენა, 29 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა. ყველაზე მეტი 33 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. ზაზა ფაჩულიამ სულ სამი წუთი ითამაშა და ასეთ მცირე დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მესამე შეხვედრა კლივლენდში 7 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1887