ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი იან ვერტონგენი ბელგიის ეროვნული ნაკრების პირველი ცენტურიონი გახდა. პორტუგალიასთან (0:0) გამართული ამხანაგური მატჩი ფეხბურთელისთვის მე-100 გახლდათ.
ვერტონგენის დებიუტი ბელგიის ეროვნულ გუნდში 2007 წელს ასევე პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შედგა. 100 შეხვედრაში იანმა რვა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.