ფეხბურთი

22:05 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესმა ურუგვაის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ნაკრების პრესსამსახურმა გაავრცელა. გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა "სამპდორიას" ფეხბურთელი გასტონ რამირესი.

ტაბარესის გუნდი 2018 წლის მსოფლიოს პირველობაზე რუსეთის, საუდის არაბეთის და ეგვიპტის ნაკრებებს შეხვდება.

მეკარეები: მარტინ კამპანია ("ინდიპენდენტე"), ფერნანდო მუსლერა ("გალათასარაი"), მარტინ სილვა ("ვასკო და გამა");

მცველები: დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), სებასტიან კოატესი ("სპორტინგი"), ხოსე ხიმენესი ("ატლეტიკო"), მაქსი პერეირა ("პორტუ"), გასტონ სილვა ("ინდიპენდენტე"), მარტინ კასერესი ("ლაციო"), გილერმო ვარელა ("პენიაროლი");

ნახევარმცველები: ნაიტან ნანდეს ("ბოკა ხუნიორსი"), ლუკას ტორეირა ("სამპდორია"), მატიას ვესინო ("ინტერი"), როდრიგო ბენტაკური ("იუვენტუსი"), კარლოს სანჩესი ("მონტერეი"), ჯორჯიან დე არასკაეტა ("კრუზეირო"), დიეგო ლაკსალტი ("ჯენოა"), კრისტიან როდრიგესი ("პენიაროლი"), ხონათან ურეტავისკაია ("მონტერეი");

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი ("ჟირონა"), მაქსი გომესი ("სელტა"), ედინსონ კავანი (პსჟ), ლუის სუარესი ("ბარსელონა");

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115073