ფეხბურთი

16:08 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" თუ "ბარსელონა" - გრიზმანი 2 კვირაში არჩევანს გააკეთებს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ჯერჯერობით გადაწყვეტილება ვერ მიიღო – დარჩეს მადრიდში თუ გადავიდეს “ბარსელონაში”. ფრანგი თავდამსხმელის განცხადებით, არჩევანს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გააკეთებს, რადგან სურს, რომ კონცენტრაცია მთლიანად მუნდიალზე მოახდინოს.

“გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა მივიღო”, - განაცხადა საფრანგეთისა და იტალიის მატჩის დასრულების შემდეგ ანტუანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანისა და “ბარსელონას” საგა უკვე კარგა ხანია გრძელდება. “მამლების” მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი “ატლეტიკოში” დარჩენას ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ “ბარსაში” ლიდერი ვერ გახდება.

ანტუან გრიზმანმა გასულ სეზონში “როხიბლანკოს” მაისურით 29 გოლის გატანა მოახერხა.

0.114855