მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა “პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. გამოცემა As-ის ინფორმაციით, ფრანგულმა გუნდმა უკვე გაამზადა პორტუგალიელის პირადი კონტრაქტის დეტალები – სეზონში 45 მილიონი ევრო.
თუმცა, ერთი პრობლემაა, ფინანსური ფეირ-პლეის სახით, რის გამოც პსჟ-მ შესაძლოა რონალდუს სანაცვლოდ საჭირო დიდი თანხა ვერ გაიღოს. მაგრამ, გამოსავალი სხვა ფეხბურთელების გაყიდვაშია და ესპანური მედიის ცნობით, პარიზელები მზად არიან რონალდუს გამო ედინსონ კავანის, ანხელ დი მარიასა და გონსალო გედეშს შეელიონ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუდან” შესაძლო წასვლაზე ჩამოაგდო სიტყვა. 32 წლის პორტუგალიელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.