ფეხბურთი

23:56 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი მინიმუმ სამი კვირა იუქმებს

ინგლისური “ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი სამი კვირა იუქმებს. ამის შესახებ “წითლების” ერთ-ერთმა ფიზიოთერაპევტმა რუბენ პონმა ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს განუცხადა.

ამრიგად, სალაჰს მუნდიალის მინიმუმ სასტარტო ორი შეხვედრა გაუცდება. “ფარაონები” 15 ივნისს, ურუგვაის, ხოლო 19 ივნისს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ მატჩებშია სალაჰის თამაში თითქმის გამორიცხული.

25 წლის შემტევს თამაში უკეთეს შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 25 ივნისს, საუდის არაბეთთან შეეძლება.

შეგახსენებთ, სალაჰმა მხრის ტრავმა 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალთან” დაპირისპირებისას მიიღო.

0.122475