“ჰიუსტონ როკეტსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ეხება არაზუსტად ნასროლ სამქულიანებს. მაიკ დ’ანტონის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტთან” მიჯრით 27(!) სამქულიანი გააცუდა და როგორც აღმოჩნდა, ეს NBA-ს ისტორიაში უცუდესი შედეგი გამოდგა.
საერთოდაც, “ჰიუსტონის” კალათბურთელებმა აღნიშნულ კომპონენტში ძალზე მოიკოჭლეს. თავად განსაჯეთ 44 სამქულიანიდან მიზანს მხოლოდ შვიდმა უწია...
ცალკეულ კალათბურთელთა შედეგებიც კატასტროფული გამოვიდა:
ტრევორ არიზა – 0/9
ჯეიმს ჰარდენი – 2/13
ერიკ გორდონი – 2/12
შეგახსენებთ, “ჰიუსტონი” სერიის მეშვიდე მატჩში საკუთარ მოედანზე “გოლდენ სტეიტთან” დამარცხდა და სუპერფინალს მიღმა დარჩა.