კალათბურთი

12:35 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი თბილისში NBA-ს კალათბურთელებით მოდის

სერბეთის საკალათბურთო ნაკრები თბილისში NBA-ს მოთამაშეებით მოდის. როგორც ადგილობრივი ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ალექსანდრ ჯორჯევიჩმა ამ ეტაპზე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 25 კალათბურთელისგან შედგება.

მათ შორის, სამი ეროვნული საკალათბურთო ასოციაცაში ირჯება – ნემანია ბიელიცა, მილოშ ტეოდოშიჩ და ბობან მარიანოვიჩი.

ჯორჯევიჩის რჩეულთა სია ასეთია:

ნემანია ბიელიცა (მინესოტა), მილოშ ტეოდოშიჩი (კლიპერსი), ბობან მარიანოვიჩი (კლიპერსი), ნემანია ნედოვიჩი (უნიკახა), დრაგან მილოსლავიევიჩი (უნიკახა), მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე), სტეფან იოვიჩი (ბაიერნი), ვლადიმირ ლუჩიჩი (ბაიერნი), ლუკა მიტროვიჩი (ბამბერგი), ნიკოლა კალინიჩი (ფენერბახჩე), დეიან მუსლი (ბამბერგი), მარკო სიმონოვიჩი (ზენიტი), მიროსლავ რადულიცა (დრაგონსი), ნიკოლა მილუტონივოჩი (ოლიმპიაკოსი), ვასილი მიციჩი (ჟალგირისი), სტეფან პენო (ალბა), ალექს ავრამოვიჩი (ვარეზე), დეიან ტოდოროვიჩი (ბილბაო), სტევან იელოვაცი (ნიჟნი ნოვგოროდი), ილია ბოკოვიჩი (ბორაცი), ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა), ალექს რადანოვი (ცრვენა ზვეზდა), დეიან დავიდოვაცი (ცრვენა ზვეზდა), ჯორჯე გაგიჩი (პარტიზანი), ნიკოლა მიშკოვიჩი (მეგა ბიმაქსი)

სერბეთის ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბება, ხოლო 20 ივნისიდან 28 ივნისამდე ნოვი სადში მოემზადება. 29 ივნისს კი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.119474