ფეხბურთი

14:17 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი - ევროპის დამპყრობელი

ტალინი, სტადიონი “ლილეკულა”, ცხელი აგვისტო: ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ ევროპის სუპერთასზე ესპანური დერბი შედგება. მეტიც, ამ შემთხვევაში არათუ ერთი ქვეყნის, არამედ ქალაქის გუნდები შეხვდებიან, მადრიდული დერბი: “რეალი” – “ატლეტიკო”.

სხვათა შორის, აქამდე ერთადერთხელ მოხდა, რომ ორი სხვადასხვა ევროტურნირი ერთი ქალაქის გუნდებმა ერთ სეზონში მოიგეს. 1994 წელს, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგა, ხოლო "ინტერმა" უეფას თასი აღმართა. თუმცა, ამჯერად პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დერბი შედგება ევროპის სუპერთასზე. ვინაიდან 24 წლის წინ, "მილანი" აღნიშნული ჯილდოსთვის თასების თასის გამარჯვებულ "არსენალს" შეეჭიდა. მოკლედ, ესპანელებმა ამ კუთხითაც ისტორია დაწერეს...

21-ე საუკუნეში და მეტწილად უკანასკნელ წლებში, ესპანური საკლუბო ფეხბურთის დომინირება აშკარაა. 2000 წლიდან ესპანურმა გუნდებმა საერთაშორისო ასპარეზზე 30 ტიტული მოიგეს.

ბოლო 5 სეზონს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ევროტურნირებზე ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც თასი ესპანურ კლუბს არ მოუგია. ეს 2016-2017 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ევროპა ლიგას ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” დაეუფლა. ბოლო 15 ტიტულიდან 14 ესპანელთა საკუთრებაა! ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ “რეალმა” იჩემპიონა, ერთხელ “ბარსელონამ”. ევროპა ლიგა სამჯერ “სევილიამ” მოიგო, ერთხელაც “ატლეტიკომ”, ხოლო ევროპის სუპერთასს სამჯერ “სამეფო კლუბი” დაეუფლა, ერთხელ “ბლაუგრანა”. ეს 14 ევროპულ თასს უდრის, მაგრამ, მე-15, რომელიც ესტონეთის დედაქალაქში გათამაშდება (ევროპის სუპერთასი) უსათუოდ ესპანეთში დაიდებს ბინას (“რეალი” ან “ატლეტიკო”).

და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგა/თასის გათამაშებაში ბოლო წლების წარმატების შემდეგ პირინელებმა კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრეს, თავად განსაჯეთ:

ესპანეთი – 18 გამარჯვება, 11 წაგებული ფინალი (ჯამში ფინალი – 29)

იტალია – 12 გამარჯვება, 16 წაგებული ფინალი (28)

ინგლისი – 12 გამარჯვება, 8 წაგებული ფინალი (20)

გერმანია – 7 გამარჯვება, 10 წაგებული ფინალი (17)

ჰოლანდია – 6 გამარჯვება, 2 წაგებული ფინალი (8)...

0.116603