ფეხბურთი

21:00 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" როდრი გიფორმა

ესპანური “ვილიარეალის” ნახევარმცველი როდრი ერნანდესი ახალი სეზონიდან მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. როგორც “როხიბლანკოს” ვებგვერდი იტყობინება, ესპანელ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

როდრი “ვილიარეალის” ძირადი შემადგენლობის წევრად გასულ სეზონში ჩამოყალიბდა. იმედის მომცემმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით “ყვითელი სუმბარინას” ღირსება 47 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

როდრი "ვილიარეალის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ლა ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა.

0.116912