ესპანურმა “ვალენსიამ” მილანის “ინტერისგან” ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია გამოისყიდა. ამის შესახებ “ღამურების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომავალში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროს შეადგინს, ხოლო 15 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. "ინტერმა" კი აღნიშნული გარიგებით ბიუჯეტი 25 მილიონი ევროთი შეავსო.
ჟოფრეი კონდოგბია “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა, ხოლო აწ დასრულებული სეზონი “მესტალიაზე” იჯარის წესით გაატარა. ფრანგი “ვალენსიას” ჩინებულად მოერგო და ლა ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.