ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით ჯიჯის აგენტი სილვანო მარტინა პარიზს ესტუმრა და მოლაპარაკებებს მართავს.
მხარეები ორ წლიან კონტრაქტზე მსჯელობდნენ და შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს და სავარაუდოდ “იუვენტუსის” ყოფილი გოლკიპერი მარკო ვერატის თანაგუნდელი გახდება, რომელთან ერთადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა.
აქვე გეტყვით, რომ 40 წლის კიპერი “ბიანკონერის” ღირსებას 17 წელი იცავდა, თუმცა მათი გზები სულ რამდენიმე დღის წინ გაიყარა.