იტალიური “მილანი” შესაძლოა ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთოს. როგორც აპენინური მედია იტყობინება, “როსონერის” სანქციები ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევისთვის ემუქრება.
უეფას ფინანსური კონტროლის სამსახურმა უარყო ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელთა წარდგენილი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გაურკვეველია სესხებისა და გადასახედების ბედი, რომელიც “მილანმა” 2018 წლის ოქტომბერში უნდა დაფაროს. ეს კი, სერიოზულ ეჭვს იწვევს კლუბის გრძელვადიანი გეგმების საიმეედოობის შესახებ.
შესაბამისად, უეფამ შესაძლოა შავ-წითლები სერიოზულად დააჯარიმოს: სატრანსფერო ბანი დაადოს და ამასთან ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოხსნას, რომელშიც წესით მონაწილეობა 2018-2019 წლების სეზონში უნდა მიიღოს.
“მილანს” 380 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აქვს დასაფარი, რომელიც ამერიკული ფონდის Elliot Management-ის მიერ იქნა გაცემული.