სხვა

20:42 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფრე აზერბაიჯანის ნაკრებთან

თელავში, თამაზ ანთაძის არენაზე საქართველოს თექვსმეტწლამდელ გოგონათა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და ორჯერვე ფრედ ითამაშა - 29-29, 21-21. ხვალ მეტოქეების მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. ორივე გუნდი ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 2-6 ივლისს გაიმართება შვედეთში.

საქართველოს გოგონათა ნაკრებს თელავში, 14-28 მაისს, ორკვირიანი შეკრება აქვს და სამი დღით სტუმრად აზერბაიჯანის ნაკრებიც მიიღო. პირველი შეხვედრა 29-29 მორჩა, მეორეში კი აზერბაიჯანმა პირველი ტაიმი 12-8 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის შუისთვის წინ უკვე მასპინძლები იყვნენ 17-14. ჩვენები იგებდნენ დასრულებამდე სამი წუთით ადრეც (21-18), მაგრამ ბოლოში აზერბაიჯანმა ანგარიში გაათანაბრა.

ჩვენს გუნდში, ანდრეი პორტნოისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, შეკრებაზე 16 ხელბურთელია საქართველოს 5 კლუბიდან. შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს გუნდის ძირითადი გამთამაშებელი და საუკეთესო ბომბარდირი, ფოთელი ნენო ჯგერენაია, რომელიც გუნდს თვის ბოლოდან შეუერთდება.

რაც შეეხება შვედეთის ტურნირს, ის ტრადიციულია და ივლისის დააწყისში იმართება ქალაქ გიოტენბურგში. 2 წლის წინ იქ იასპარეზა ჩვენი გოგონების 18-წლამდელთა ნაკრებმა, მას შემდეგ კი შეჯიბრების რეგლამენტი შეიცვალა და მონაწილეთა ასაკი შემცირდა - კენტ წლებში იმართება 17-წლამდელ ჭაბუკთა ტურნირი, ლუწ წლებში - 16-წლამდელ გოგონათა. ამ ასაკობრივ კატეგორიებში ადრე ევროპის ჩემპიონატები არ იმართებოდა, 2017 წლიდან კი ეს სტატუსი მიენიჭა სწორედ გიოტებორგის შეჯიბრებას, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილია. შეჯიბრებას ოფიციალურად ჰქვია ევროპის ღია ჩემპიონატი, პრეფიქსი ღია კი მხოლოდ იმის აღმნიშვნელია, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრება არ იმართება. ორიოდ გამონაკლისის გარდა იქ ყველა უძლიერესი ნაკრები თამაშობს ხოლმე. წლეულს ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან უნგრეთი, ჰოლანდია, ლიტვა და ფარერის კუნძულები, ხოლო აზერბაიჯანი ითამაშებს საფრანგეთთან, ესპანეთთან, ისლანდიასა და ფინეთთან.

ხელბურთი. საერთაშორისო მატჩები. ქალები, 16 წ

თელავი, თამაზ ანთაძის არენა

21 მაისი. საქართველო-აზერბაიჯანი 29-29

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ბჟალავა 6, გოგია 6, ე. ჩხაიძე 6, ქ. ცინცაძე 3, მ. ცინცაძე 2, ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, კორძაია 1, საბაშვილი 1, ქამაშიძე, დვალიშვილი, კაპანაძე, რუხაძე

აზ: რეუტსკაია, გუსეინოვა - რზაევა 10, აბდულაევა 5, ბაირამოვა 4, აგაევა 3, ალიევა 3, იბრაგიმოვა 2, იაჰიაევა 2, გულიევა, ჯაფარლი, ნაზაროვა, ობუხოვა, მამედჰანოვა - მწვ. კოროტკიი

22 მაისი. საქართველო-აზერბაიჯანი 21-21

საქ: ქარჩავა, ჯიქურაშვილი - გოგია 5, ე. ჩხაიძე 5, ქ. ცინცაძე 3, ბჟალავა 3, მ. ცინცაძე 2, ბურკაძე 2, კაპანაძე 1, ა. ჩხაიძე, დვალიშვილი, ქამაშიძე

აზ: რეუტსკაია, გუსეინოვა - ბაირამოვა 8, აბდულაევა 4, რზაევა 3, გულიევა 2, აგაევა 1, ალიევა 1, ნაზაროვა 1, ჯაფარლი 1, იბრაგიმოვა, იაჰიაევა, ობუხოვა, მამედჰანოვა - მწვ. კოროტკიი

მსაჯები: ზ. წვერიკმაზაშვილი, ი. ჭკუასელი

*** 23 მაისი. საქართველო-აზერბაიჯანი 19-21

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - გოგია 8, ქ. ცინცაძე 3, მ. ცინცაძე 2, ა. ჩხაიძე 2, ქამაშიძე 2, კორძაია 1, კაპანაძე 1, ე. ჩხაიძე, ბჟალავა, ბურკაძე, დვალიშვილი, საბაშვილი, რუხაძე

აზ: რეუტსკაია 1, გუსეინოვა - ბაირამოვა 5, გულიევა 3, ნაზაროვა 3, რზაევა 2, აგაევა 2, იაჰიაევა 2, ობუხოვა 2, აბდულაევა 1, ალიევა, ჯაფარლი, იბრაგიმოვა, მამედჰანოვა - მწვ. კოროტკიი

საქართველოს ნაკრები (გოგონები, 16წ)

GK დიანა ქარჩავა (აჭარა), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი), ნატო კოპალეიშვილი (სამტრედია)

LW ანა ჩხაიძე (ქარიშხალა), თამარ ბურკაძე (სამტრედია)

LB ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი), ხატია ქამაშიძე (აჭარა)

CB მარიამ ცინცაძე (ქარიშხალა), ქეთევან ცინცაძე (ქარიშხალა)

RB ანა კორძაია (პეგასი), თამარ რუხაძე (ფოთი)

RW ლანა გოგია (ფოთი), ციცინო ბჟალავა (ფოთი)

P მარიამ დვალიშვილი (აჭარა), ანა კაპანაძე (პეგასი), ნინო საბაშვილი (პეგასი)

მწვრთნელები: ანდრეი პორტნოი (უკრ), ბექა ორჯონიკიძე; მეკარეების მწვრთნელი: ამირან კომახიძე

ევროპის ღია ჩემპიონატი 2018. 16წ, ქალბი

გოტენბურგი, შვედეთი, 2-6 ივლისი

A ჯგუფი: ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, იტალია, ჩეხეთი

B ჯგუფი: უნგრეთი, ლიტვა, ჰოლანდია, ფარერები, საქართველო

2 ივლ: საქართველო-უნგრეთი, ჰოლანდია-საქართველო

3 ივლ: საქართველო-ფარერები, საქართველო-ლიტვა

C ჯგუფი: საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი, ისლანდია, აზერბაიჯანი

D ჯგუფი: რუსეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, ესტონეთი

4-5 ივლისი: ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ 1-8 ადგილებისთვის (2 4-გუნდიანი ჯგუფი); 3-5 ადგილებზე გასულები - 9-20 ადგილებისთვის (2 6-გუნდიანი ჯგუფი, ითვლება პირველ ეტაპზე ერთმანთში ნათამაშები მატჩების შედეგები). 6 ივლისს გაიმართება ფინალები

0.133566