ძიუდო

14:50 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილს ძიუდოისტებმა სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქვეხიშვილს სამუშაო ოთახში კარი საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა აუჭედეს. ისინი ფედერაციაში დაახლოებით 2 საათის წინ მივიდნენ, მაგრამ ფედერაციის წარმომადგენლები ადგილზე არ დახვდნენ.

გარდა კარის აჭედვისა, ძიუდოსტიებმა ქევხიშვილის სკამი გამოიტანეს და სანაგვე ურნასთან დადეს. როგორც მათ განაცხადეს, დავით ქევხიშვილს არანაირი უფლება არ აქვს, რომ ქართულ ძიუდოს ხელმძღვანელობდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ძიუდოში დაპირისპირება რამდემინე კვირის წინ დაიწყო. ეროვნული ნაკრების ძიუდიოსტები პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

0.387243