დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რომის მასტერსის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ფედერერი მეორე პოზიციაზეა.
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთბაშად ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.
1. რაფაელ ნადალი – 8770 – ქულა
2. როჯერ ფედერერი – 8670
3. ალექსანდრ ზვერევი – 5615
4. მარინ ჩილიჩი – 4950
5. გრიგორ დიმიტროვი – 4870
6. ხუან მარტინ დელ პოტრო – 4450
7. კევინ ანდერსონი – 3635
8. დომინიკ ტიმი – 3195
9. დავიდ გოფინი – 3020
10. ჯონ იზნერი – 2955
... 65. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 837