იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “მილანმა” “ფიორენტინა” 5:1 გაანადგურა და სეზონი კარგ ხასიათზე დაასრულა. კარგ ხასიათზე იყვნენ ტრიბუნებზეც, რადგან იქ რომანტიზმი სუფევდა...
წყვილი დაქორწინდა – “ცოლად გამომყვები?” ასეთი ბანერი იყო “სან სიროს” ტრიბუნებზე და გოგონას ბევრი არ უფიქრია, უმალვე თანხმობა განაცხადა. სტადიონის ეკრანზე კი გაჩნდა წარწერა: “დიახ, დიახ”.
ამან “მილანის” ფეხბურთელთა ყურადღებაც მიიპყრო და მომხდარს აპლოდისმენტებით გამოეხმაურნენ...