შვეიცარიელმა სპეციალისტმა ლუსიენ ფავრმა "ნიცა" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია 60 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
"ვტოვებ "ნიცას" და საფრანგეთს. მეტის თქმა არ შემიძლია. აქ ორი ფანტასტიკური წელი გავატარე." - ციტირებს AFP ფავრის სიტყვებს.
"დორტმუნდი" კი უახლოეს მომავალში ფავრს კლუბის ახალ თავკაცად დანიშნავს. როგორც Kicker-ი იუწყება, ფავრი "ბორუსიას" ივლისამდე ჩაიბარებს, რათა ამერიკაში გუნდი წაიყვანოს და წინასასეზონოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდეს. ლუსიენისთვის ბუნდესლიგა უცხო ტურნირი არ იქნება, რადგან წლების განმავლობაში ფავრი "გლადბახს" და "ჰერტას" წვრთნიდა.