ჩოგბურთი

19:47 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ორმაგი მიზნისთვის ბრძოლას აგრძელებს

რაფაელ ნადალმა რომის მასტერსის მეოთხედფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი 4:6, 6:1, 6:2 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალში მეათედ იასპარეზებს. ესპანელს რომში ორი მიზანი აქვს, 32-ედ მოიგოს მასტერსი, ამით თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს და მსოფლიოს რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდეს. რომში ტრიუმფის შემთხვევაში ნადალს 8770 ქულა მოუგროვდება და 100 ქულით გაუსწრებს როჯერ ფედერერს.

რაფაელმა რომის მასტერსი აქამდე შვიდჯერ მოიგო და ტურნირზე მოგება-წაგების დადებითი ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა - 54:6. მიმდინარე წელს ნადალმა გრუნტზე 17 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. რაც შეეხება 30 წლის ფონინს, იტალიელი რომში პირველად გავიდა მეოთხედფინალში, სულ კი აღნიშნულ მასტერსზე 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ეტაპზე ნადალი კეი ნიშიკორისა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.122209