ფეხბურთი

17:30 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ბუფონს საოცარი კონტრაქტი გაუმზადა

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსიდან” მიდის, მაგრამ დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას გააგრძელებს. სად წავა 40 წლის მეკარე სათამაშოდ, ეს ყველას აინტერესებს და უკვე რამდენიმე გუნდმა გამოთქვა სურვილი.

იტალიური მედიის ცნობით, იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო პირადად ითხოვენ ბუფონის “ლივერპულსა” და “მანჩესტერში” გადაყვანას. სახელდება მადრიდის “რეალიც”, თუმცა Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფავორიტი “პარი სენ ჟერმენია”.

პარიზელებს უკვე კონტრაქტის პირობებიც მზად აქვთ და ახლა ყველაფერი ბუფონზეა დამოკიდებული. პსჟ ჯიჯის საოცარ პირობებს სთავაზობს: 2-წლიანი ხელშეკრულება, სეზონში 8 მილიონი ევრო და კაპიტნის სამკლავური.

40 წლის ფეხბურთელისთვის ევროპული კლუბისგან ასეთი წინადადება მართლაც მიმზიდველია. ბუფონის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მან თქვა, 19 მაისს, “იუვენტუსის” მაისურით ბოლოჯერ ითამაშებს, ხოლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას დამდეგ კვირაში მიიღებს:

“15 დღის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერას დავასრულებდი. თუმცა ამ დროში ბევრი საინტერესო წინადადება მომივიდა. ამიტომ ვფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტლებას მომავალ კვირაში მივიღებ”, - განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი “იუვენტუსის” რიგებში 2001 წლიდან თამაშობდა და დღემდე 655 მატჩის ჩაატარება მოასწრო (300 მშრალი მატჩი).

0.114123