გაირკვა მაროკოს ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც “ლომები” მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ. ერვე რენარმა გაფართოებულ შემადგენლობაზე უარი თქვა და გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო.
შესაბამისად, მაროკო რუსეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:
მეკარეები: მუნირ მოჰამედი (ნუმანსია, ესპანეთი), იასინ ბუნუ (ჟირონა, ესპანეთი), აჰმედ რედა ტაგნუტი (ირ ტაგნერი)
მცველები: მედჰი ბენატია (იუვენტუსი, იტალია), ნაბილ დირარი (ფენერბახჩე, თურქეთი), მანუელ და კოსტა (ბაშაკშჰეჰირი, თურქეთი), რომაინ საისი (ვულვზი, ინგლისი), ბადრ ბენუნი (რახა კასაბლანკა), აჩრაფ ჰაკიმი (რეალი, ესპანეთი), ჰამზა მენდილი (ლილი, საფრანგეთი)
ნახევარმცველები: მბარკ ბუსუფა (ალ-ჯაზირა, ემირატები), კარიმ ელ აჰმადი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), იუსუფ აიტ ბენასერი (კაენი, საფრანგეთი), იუნეს ბელანდა (გალათასარაი, თურქეთი), ს. ამრაბატი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), ფაისალ ფაირი (ხეტაფე, ესპანეთი), ამინ ჰარიტი (შალკე, გერმანია)
თავდამსხმელები: ხალიდ ბუტაიბი (მალათიასფორი, თურქეთი), აზიზ ბუადიზი (სანქტ-პაული, გერმანია), აიუბ ელ კააბი (ბერკანი), ნორდინ ამრაბატი (ლეგანესი, ესპანეთი), მეჰდი კარსელა-გონსალესი (სტანდარტი, ბელგია), ჰაკიმ ზიეხი (აიაქსი, ჰოლანდია)
მაროკოს ნაკრები ირანს (15 ივნისი), პორტუგალიასა (20 ივნისი) და ესპანეთს (25 ივნისი) გაეჯიბრება.