“ბოსტონ სელტიკსის” ლეგენდამ პოლ პირსმა ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ “კლივლენდი” “ბოსტონთან” სერიას წააგებს “მეფე” გუნდიდან წავა.
“2010 წელს ლებრონი “ბოსტონთა” წაგების შემდეგ “მაიამიში” გადავიდა, დარწმუნებული ვარ, თუ “ბოსტონი” “კლივლენდს” სერიას მოუგებს, “მეფე” კლუბიდან წავა”- განაცხადა პირსმა.
შეგახსენებთ, რომ “ბოსტონი” “კლივლენდს” სერიას 2:0-ს უგებს. მესამე შეხვედრა კლივლენდში 20 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.