ფეხბურთი

11:51 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: “ბავშვობის ოცნება ავიხდინე”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა ევროპა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდგომ კომენტარი გააკეთა. 34 წლის მოთამაშემ ჟურნალისტს გაუმხილა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა.

“ეს ბედნიერებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ყველაზე ძვირადღირებული თასია ჩემი კარიერის განმავლობაში. ყველას აქვს ბავშვობის ოცნება, ჩემი უკვე რეალობად იქცა”, - განაცხადა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში “ატლეტიკომ” “მარსელს” 3:0 სძლია და რანგით მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფერნანდო ტორესმა კი, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს, “ლეიბებთან” ერთად პირველი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11925