ფეხბურთი

13:54 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "გამარჯვება გვინდა, მაგრამ ეს თამაშია, სხვა არაფერი"

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ევროპა ლიგის ფინალში “მარსელთან” მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

“ჩოლოს” განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ მისი გუნდის მიზანი გამარჯვებაა.

“ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. სამწუხაროა, რომ დისკვალიფიცირებული ვარ და მოედანთან ახლოს ვერ ვიქნები, მაგრამ ბურგოსმა (ასისტენტი – რედ) კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ფინალში ემოციები განსაკუთრებულია, მაგრამ ეს ერთი საფეხბურთო მატჩია, გამარჯვება გვინდა, მაგრამ ეს თამაშია, მეტი არაფერი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ, მაგრამ ახლა გვსურს, რომ თასი თავს ზემოთ ავღმართოთ”, - აღნიშნა სიმეონემ.

“ატლეტიკოსა” და “მარსელის” ფინალი დღეს, ლიონში გაიმართება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.118614