შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა გაამხილა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ.
სკანდინავიელთა ნუსხა 23-კაციანია, რაც იმას ნიშნავს, რომ სია აღარ შეიცვლება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი როგორც მოსალოდნელი იყო, მუნდიალს მიღმა დარჩა.
მეკარეები: რობინ ოლსენი (კოპენჰაგენი), კარლ-იოჰან ჯონსონი (გენგამი, საფრანგეთი), კრისტოფერ ნორდფელდტი (სუონსი, ინგლისი)
მცველები: მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი, შოტლანდია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი, რუსეთი), მარტინ ოლსონი (სუონსი, უელსი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), ფილიპ ჰელანდერი (ბოლონია, იტალია), ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), პონტუს იანსონი (ლიდსი, ინგლისი)
ნახევარმცველები: სებასტიან ლარსონი (ჰალ სიტი, ინგლისი), ალბინ ეკდალი (ჰამბურგი, გერმანია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია), გუსტავ სვენსონი (სიეტლი, აშშ), ოსკარ ჰილიემარკი (ჯენოა, იტალია), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), მარკუს როდენი (კროტონე, იტალია), ჯიმი დურმაზი (ტულუზა, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (ალ-აჰლი, ყატარი), ჯონ გუიდეტი (ალავესი, ესპანეთი), ისააც ტელინი (ბევერენი, ბელგია), ოლა ტოივონენი (ტულუზა, საფრანგეთი)
შვედეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ კორეას (18 ივნისი), გერმანიას (23 ივნისი) და მექსიკას დაუპირისპირდება (27 ივნისი).