მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის აღმოჩენა კოსტა რიკა კარს მომდგარი მუნდიალისთვის მზადებას იწყებს. მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ რამირესმა კი, უკვე დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელსაც რუსეთში წაიყვანს.
კოსტა რიკის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: კეილორ ნავასი (რეალი, ესპანეთი), პატრიკ პემბერტონი (ალახუელენსე), ლეონელ მორეირა (ჰერედიანო)
მცველები: კრისტიან გამბოა (სელტიკი, შოტლანდია), იან სმიტი (ნორჩეპინგი, შვედეთი), რონალდ მატარიტა (ნიუ-იორკ სიტი, აშშ), ბრაიან ოვიედო (სანდერლენდი, ინგლისი), ოსკარ დუარტე (ესპანიოლი, ესპანეთი), ჯანკარლო გონსალესი (ბოლონია, იტალია), ფრანსისკო კალვო (მინესოტა, აშშ), კენდალ ვასტონი (ვანკუვერი, კანადა), ჯონი აკოსტა (აგილასი, კოლუმბია)
ნახევარმცველები: დავიდ გუზმანი (პორტლენდი, აშშ), იელსტინ ტეხედა (ლოზანა, შვეიცარია), სელსო ბორხესი (დეპორტივო, ესპანეთი), რანდალ აზოფეიფა, (ჰერედიანო) როდნეი უოლასი (ნიუ-იორკ სიტი, აშშ), ბრაიან რუისი (სპორტინგი, პორტუგალია), დანიელ კოლინდრესი (საპრისა), კრისტიან ბოლანოსი (საპრისა)
თავდამსხმელები: იოჰან ვენეგასი (საპრისა), ჟოელ კემპბელი (ბეტისი, ესპანეთი), მარკო ურენა (ლოს ანჯელესი, აშშ)
კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთთან (17 ივნისი), ბრაზილიასთან (22 ივნისს) და შვეიცარიასთან (27 ივნისი) ითამაშებს.