ევროპის მოქმედი ჩემპიონის, პორტუგალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. ფერნანდუ სანტუშმა მზადების პირველი ეტაპისთვის გუნდში 35 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მათ შორის არაა, რენატუ სანჩეში, რომელიც ორი წლის წინანადელი ევროპის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა იყო.
სიაშია 16 ფეხბურთელი, რომლებიც 2016 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. სხვა მხრივ კი, სანტუშის არჩევანი ასეთია:
მეკარეები: ანტონი ლოპეში (ლიონი, საფრანგეთი), ბეტუ (გეზტეპე, თურქეთი), რუი პატრისიუ (სპორტინგი)
მცველები: ანტუნეში (ხეტაფე, ესპანეთი), ბრუნო ალვეში (რეინჯერსი, შოტლანდია), სედრიკ სოარეში (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჟოაო კანსელო (ინტერი, იტალია), ჟოზე ფონტე (დალიან იფანი, ჩინეთი), ლუიშ ნეტუ (ფენერბახჩე, თურქეთი), მარიუ რუი (ნაპოლი, იტალია), ნელსონ სემედუ (ბარსელონა, ესპანეთი), პეპე (ბეშიქთაში, თურქეთი), რაფაელ გუერეირო (დორტმუნდი, გერმანია) რიკარდო პერეირა (პორტუ), როლანდუ (მარსელი, საფრანგეთი), რუბენ დიასი (ბენფიკა)
ნახევარმცველება: მანუელ ფერნანდეში (ლოკომოტივი, რუსეთი), ადრიენ სილვა (ლესტერი, ინგლისი), ანდრე გომეში (ბარსელონა, ესპანეთი), ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი), ჟოაო მარიუ (ვესტ ჰემი, ინგლისი), ჯოაო მოუტინიო (მონაკო, საფრანგეთი), რუბენ ნევეში (ვულვზი, ინგლისი), სერჟიუ ოლივეირა (პორტუ), ვულიამ კარვალიო (სპორტინგი)
თავდამსხმელები: ედერი (ლოკომოტივი, რუსეთი), ანდრე სილვა (მილანი, იტალია), ბერნარდუ სილვა (სიტი, ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი), ჟელსონ მარტინში (სპორტინგი), გონსალუ გედეში (ვალენსია, ესპანეთი), ნანი (ლაციო, იტალია), პაულინიო (ბრაგა), რიკარდო კუარეჟმა (ბეშიქთაში, თურქეთი), მარკუს ლოპეში (მონაკო)
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს (15 ივნისს), მაროკოს (20 ივნისს) და ირანს (25 ივნისს) დაუპირისპირდება.