ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაც გაირკვა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. გერმანელმა გერნოტ რორმა საწყის ეტაპზე 30 ფეხბურთელს უხმო და წვრთნების შედეგად 7 მოთამაშესთან გამომშვიდობება მუწევს.
მანამდე კი, აფრიკელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: იკეჩუკვე ეზენვა (ენიმბა), ფრანსის ოზოჰო (დეპორტივო, ესპანეთი), დანიელ აკპეი (ჩიპა იუნაიტედი, სამხრეთ აფრიკა), დელე აჯიბოიე (პლიტ იუნაიტედი)
მცველები: აბდულაი შეჰუ (ბურსასფორი, თურქეთი), ტირიონ ებუეი (დენ ჰააგი, ჰოლანდია), ოლალუვა აინა (ჰალ სიტი, ინგლისი), ელდერსონ ეჩიეჯიე (სერკლ ბრიუგე, ბელგია), ბრაიან იდოვუ (ამკარი, რუსეთი), ჩიდოზი ავაზიმი (ნანტი, საფრანგეთი), ვილიამ ეკონგი (ბურსასფორი, თურქეთი), ლეონ ბალოგუნი (მაინცი, გერმანია), კენეტ ომერუო (კასიმპაშა, თურქეთი), სტეფენ ეზე (ლოკომოტოვი, ბულგარეთი)
ნახევარმცველები: ჯონ ობი მიკელი (ტიანჯინ ტედა, ჩინეთი), ოგენი ონაზი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ვილფრედ ნდიდი (ლესტერი, ინგლისი), ოგენეკარო ეტობო (ლას პალმასი, ესპანეთი), ჯონ ოგუ (ჰაპოელი, ისრაელი), აგბო უჩე (სტანდარტი, ბელგია), ჟოელ ობი (ტორინო, იტალია), მიკელ აგუ (ბურსასფორი, თურქეთი)
თავდამსხმელები: აჰმედ მუსა (ცსკა, რუსეთი), კელეჩი იენაჩო (ლესტერი, ინგლისი), სიმონ მოსესი (გენტი, ბელგია), ვიქტორ მოსესი (ჩელსი), ოდიონ იგალო (ჩანგჩუმი, ჩინეთი), ალექს ივობი (არსენალი, ინგლისი), ნვაკვო სიმი (კროტონე, იტალია), ჟუნიორ ლოკოსა (კანო პილარსი)
ნიგერიის ნაკრები 16 ივნისს ხორვატიას, 22 ინვისს, ისლანდიას, ხოლო 26 ივნისს, არგენტინას დაუპირისპირდება.