ფეხბურთი

15:21 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს

გიორგი მჭედლიშვილი დამდეგი სეზონიდან ხორვატიის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის “გორიცამ” “სიბენიკთან” საშინაო ფრის შემდეგ (1:1) 62 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ვარაზდინს” 4 ქულით გაასწრო, რაც ნიშნავს, რომ ერთი ლიგით დაწინაურდა.

მჭედლიშვილის მცირე ტრავმა აწუხებს და ამ მატჩში არ უთამაშია, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა და ბოლო ტურში ზაგრების “დინამოს” მეორე გუნდთან სავარაუდოდ მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, 26 წლის მარჯვენა მცველი “გორიცას” “სამტრედიადან” იანვარში შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. გიორგიმ “გორიცას” რიგებში 9-ჯერ ითამაშა (ყველა ძირითადი შემადგენლობიდან) და ორი საგოლე პასი გააკეთა.

0.12769