ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა. მაგრამ, წინა წლებისგან განსხვავებით, “ბებერი ქალბატონი” ამჯერად კონკურენციას განიცდიდა. “ნაპოლი” ოდენ ბოლოსკენ გატყდა.
“აძურის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “სამპდორიასთან” (2:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონობა გასახდელში დაკარგა და არა მოედანზე.
“არ ვიცი ჩემპიონობა ყველაზე ძლიერმა გუნდმა მოიპოვა თუ არა, მაგრამ “იუვენტუსი” ყველაზე გავლენიანი გუნდი ნამდვილადაა ყველანაირი თვალსაზრისით. რა დაგვაკლდა გასამარჯვებლად? – ფლორენციაში დასაძინებლად უფრო ადრე უნდა წავსულიყავით. ჩემმა გუნდმა შოკი მიიღო “ინტერი” – “იუვენტუსის” შეხვედრის შემდეგ.
ვწუხვარ, რომ სკუდეტო არა მინდორზე, არამედ ფლორენციაში, გასახდელში წავაგეთ. ჩვენ უნდა გავიუმჯობესოთ მენტალიტეტი, თუმცა ასევე ლეგაც (იტალიის ჩემპიონატის ხელძმღვანელობა – რედ) უნდა გაუმჯობესდეს, რადგან ბოლო 16 მატჩიდან 14-ჯერ ჩვენ “იუვენტუსის” მატჩის შემდეგ მოგვიწია თამაში”, - განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლის” სერია A-ში 88 ქულა აქვს და ამ შედეგით სეზონს მეორე ადგილზე დაასრულებს.