ფეხბურთი

1:30 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია!

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია! ქართველი ფეხბურთელის კლუბმა დონეცკის “შახტარმა” ჩემპიონობა მას შემდეგ გაიფორმა, რაც საკუთარ მოედანზე “ვერესი” (1:0) დაამარცხა.

სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი პაულუ ფონსეკას გუნდმა კიევის “დინამო” 5 ქულით ჩამოიტოვა და ბუნებრივია, რომ ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ხოჭოლავას, რომელიც “შახტარს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, პირველი ჩემპიონობა იყო. 25 წლის ჩვენებურმა უკრაინის პრემიერლიგის ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა (989 წუთი, 11 ძირითადი შემადგენლობიდან) და 1 გოლის გატანა მოახერხა.

აი, ყველა ტურნირს თუ მივიღებთ მხედველობაში, 21 თამაში (4 უკრაინის თასზე, 4 ჩემპიონთა ლიგაზე) 1 გოლი. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ “შახტარმა” და შესაბამისად, ხოჭოლავამ, უკრაინის თასიც მოიგეს.

0.109289