არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევს ანხელ დი მარიას ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს. როგორც Sport-ი იუწყება, სამხრეთამერიკელი "ატლეტიკოს" მწვრთნელს დიეგო სიმეონეს დაუკავშირდა და მადრიდულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა.
ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ფეხბურთელის სურვილი კვლავ "ბარსელონაში" თამაშია, თუმცა კატალონიელებს სხვა სატრანსფერო გეგმები აქვთ და მათი ერთ-ერთი სამიზნე "როხიბლანკოსის" ლიდერი ანტუან გრიზმანია.
მიმდინარე სეზონში დი მარიამ 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.