ფეხბურთი

10:22 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ბუფონის საქმეს განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის საქმეს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ვებგვერდი იტყობინება, 40 წლის კიპერთან მიმართებაში ორ დისციპლინარულ საქმეზე იმსჯელებს.

საქმე ეხება, ზუსტად ერთი თვის წინ, მადრიდის “რეალისა” და “იუვენტუსის” შეხვედრას, როდესაც ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ბუფონი გააძევა, ხოლო იტალიელმა მსაჯის მიმართ საკმაოდ არაკორექტულად ისაუბრა.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი 31 მაისს ბუფონის წითელ ბარათსა და ოლივერისადმი გაკეთებულ განცხადებებს განიხილავს.

იტალიელ კიპერს სავარაუდოდ დისკვალიფიკაცია ემუქრება, მაგრამ საინტერესოა, რომ ბუფონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავს...

გარდა ამისა, უეფას სადისიცპლინო კომიტეტი "რომას" პრეზიდენტის, ჯეიმს პალოტაზე სიტყვებზე აპირებს მსჯელობას, რომელმაც ასევე მსაჯის მისამართით წარმოთქვა კრიტიკული სიტყვები.

0.119889