ფეხბურთი

17:47 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ხელთათმანი დავიდ დე ხეას დარჩა

ინგლისის პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონის “ოქროს ხელთათმანი” “მანჩესტერ “იუნაიტედის” კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ მოიგო.

ესპანელმა კიპერმა მიმდინარე სეზონში 18 მშრალი შეხვედრა ჩაატარა, ეს პრემიერლიგისთვის საუკეთესო შედეგია და შესაბამისად, გამარჯვებაც მას დარჩა. მეორე შედეგი აჩვენა “მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ედერსონ მორაეშმა, რომელმაც16 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

რაც შეეხება დე ხეას, ყველა ტურნირის ჩათვლით ესპანელმა 43 მატჩში 33 გოლი გაუშვა და გოლი 21 თამაშში არ გაუშვა.

0.117069