იტალიური “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის შეძენას აპირებს. ჯენარო გატუზომ არაერთხელ განაცხადა, რომ მის გუნდში დღეს ყველაზე მეტად სტაბილურად შედეგიანი ფორვარდის დეფიციტია.
როგორც Tuttosport-ი იტყობინება, “როსონერი” ფრანგული “მონაკოს” შემტევის რადამელ ფალკაოს გადაბირებას აპირებს. სწორედ ამიტომ იტალიური მხარე ფრანგებისთვის ბარტერს ამზადებს – ფალკაოს სანაცვლოდ ანდრე სილვა.
როგორც წყარო იტყობინება, სილვას აგენტი ჟორჟე მენდეში უახლოეს დღეებში მონტე-კარლოში გაემგზავრება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.
32 წლის რადამელ ფალკაოს მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ ყველა ტურნირის ჩათვლით 24 გოლის გატანა მაინც მოახერხა.